MAINDOTS Browser
ალფა ვერსია მზადდება

ბრაუზერი, რომელიც
შენ გემორჩილება

Chromium-ის ძრავზე აგებული, გუგლის ტელემეტრიისა და ანგარიშგების გარეშე. იგივე სისწრაფე და თავსებადობა, რაც Chrome-ს, ოღონდ შენი პირობებით.

Windows

10 და 11, 64-ბიტი
მზადდება

macOS

Apple Silicon
მზადდება

Linux

64-ბიტი, .deb და .tar
მზადდება

პირველი ბილდი Linux-ისთვის გამოვა. შენახული პაროლები და სანიშნეები Chrome-იდან და Edge-იდან ერთი ღილაკით გადმოვა.

რითი განსხვავდება

ეს არ არის Chrome-ის გადაფერადება. ძრავი Chromium-ია, მაგრამ ყველაფერი, რაც მონაცემებს გარეთ აგზავნიდა, ამოღებულია ბილდის დონეზე.

🛡️

ტელემეტრია ამოღებულია

ანგარიშგების სისტემა ბილდში საერთოდ არ შედის. არაფერი იგზავნება არც გუგლთან, არც ჩვენთან.

ნამდვილი Chromium

ყველა საიტი და გაფართოება ისე მუშაობს, როგორც Chrome-ში. PGO ოპტიმიზაციით აწყობილი.

🎬

ვიდეო მუშაობს

H.264 და AAC კოდეკები ჩაშენებულია, ამიტომ YouTube და სტრიმინგი პირველივე გაშვებაზე მიდის.

🔑

MAINDOTS ID

ერთი ანგარიში ბრაუზერისთვის, CRM-ისთვის და დანარჩენი პროდუქტებისთვის.

🇬🇪

ქართული ინტერფეისი

სრულად ნათარგმნი მენიუები, არა მანქანური თარგმანი.

🔄

ავტომატური განახლება

უსაფრთხოების შესწორებები Chromium-ის რელიზების კვალდაკვალ მოდის.

სად ვართ ახლა

გულწრფელად: ბრაუზერი ჯერ არ გამოსულა. ქვემოთ ზუსტად ის წერია, რაც გაკეთდა და რაც დარჩა.

ბილდ-სერვერი აწყობილია, Chromium-ის წყარო ჩამოტვირთულია
ბრენდირება: სახელი, იკონები, ბანდლის იდენტიფიკატორები
პირველი Linux ბილდი კომპილირდება
3 ქართული თარგმანი და საძიებო სისტემების ჩადგმა
4 Windows-ის ბილდი და ხელმოწერილი ინსტალატორი
5 ავტომატური განახლების სერვისი