Chromium-ის ძრავზე აგებული, გუგლის ტელემეტრიისა და ანგარიშგების გარეშე. იგივე სისწრაფე და თავსებადობა, რაც Chrome-ს, ოღონდ შენი პირობებით.
პირველი ბილდი Linux-ისთვის გამოვა. შენახული პაროლები და სანიშნეები Chrome-იდან და Edge-იდან ერთი ღილაკით გადმოვა.
ეს არ არის Chrome-ის გადაფერადება. ძრავი Chromium-ია, მაგრამ ყველაფერი, რაც მონაცემებს გარეთ აგზავნიდა, ამოღებულია ბილდის დონეზე.
ანგარიშგების სისტემა ბილდში საერთოდ არ შედის. არაფერი იგზავნება არც გუგლთან, არც ჩვენთან.
ყველა საიტი და გაფართოება ისე მუშაობს, როგორც Chrome-ში. PGO ოპტიმიზაციით აწყობილი.
H.264 და AAC კოდეკები ჩაშენებულია, ამიტომ YouTube და სტრიმინგი პირველივე გაშვებაზე მიდის.
ერთი ანგარიში ბრაუზერისთვის, CRM-ისთვის და დანარჩენი პროდუქტებისთვის.
სრულად ნათარგმნი მენიუები, არა მანქანური თარგმანი.
უსაფრთხოების შესწორებები Chromium-ის რელიზების კვალდაკვალ მოდის.
ჩვენი საკუთარი საძიებო არ გვაქვს და არც გპირდებით. ბრაუზერში ყველა მთავარი სისტემა წინასწარაა ჩადგმული, პირველივე გაშვებაზე ირჩევ რომელი გინდა.
გულწრფელად: ბრაუზერი ჯერ არ გამოსულა. ქვემოთ ზუსტად ის წერია, რაც გაკეთდა და რაც დარჩა.